logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს
- +

27 ოქტომბერი. 2016. 11:59



„NATO რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, რუსეთის ქმედებებზე NATO-მ რეაგირება უნდა მოახდინოს.


ჩვენ ახლა ცივი ომი და შეიარაღების ახალი რბოლა არ გვსურს და სწორედ ამიტომ, NATO - ქმედებები არის თავდაცვითი და პროპორციული. ამავდროულად, NATO- რეაგირება უნდა მოახდინოს, როცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთი არსებითად აძლიერებს სამხედრო პოტენციალს, ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას ახდენენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავინახეთ, რომ რუსეთი მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობელი ყირიმის, უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის მუქარებით სავსე რიტორიკა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


ბრიუსელში NATO -ს ორდღიანი მინისტერიალი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner