logo_geo
eng_logo
სირიაში ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და 6 პედაგოგი დაიღუპა
- +

27 ოქტომბერი. 2016. 11:59



გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და 6 პედაგოგი დაიღუპა.



იუნისეფ-ის ცნობით, ავიადარტყმა სირიის ჩრდილოეთში, პროვინცია იდლიბის ერთ-ერთი სოფლის სკოლაზე განხორციელდა. აღნიშნულ სოფელს ამჟამად აჯანყებულები აკონტროლებენ.



იუნისეფ-ის აღმასრულებელი დირექტორის ენტონი ლეიკაგანცხადებით, თუ დარტყმა მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულია.



ეს ტრაგედია და ძალადობაა. თუ დარტყმა მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულია", - განაცხადა ენტონი ლეიკამ.



სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავიადარტყმა „ტერორისტების" პოზიციებზე განხორციელდა.



მომხდარს გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გამოეხმაურა და ინფორმაციას „შემზარავი" უწოდა.


 

ვიმედოვნებ, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ", - განაცხადა ვიტალი ჩურკინმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner