პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულ პატიმართა შორის 6 ქალია.
„114 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. დანარჩენებს სხვადასხვა ვადით შეუმცირდებათ სასჯელი - ზოგს გაუნახევრდება, ზოგს კი 2/3-ით შეუმცირდება", - აღნიშნა ქორიძემ.