logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: ასეთ ტარაკნებზე ფულს დახარჯვა არ ღირს, ჯობს, ისევ კანალიზაციის მილებში იძრომიალონ...
- +

27 ოქტომბერი. 2016. 12:47



მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:


„აი, იმ ხალხზე - „ჩემი ცოლი დაქალები" რომ „ჟიზნინი" სერიალად ეჩვენებათ, მისი სცენარისტი - ტონინო გუერად... ხაინდრავას „ჰეროკრატიას" კი ძალიან ცუდად გადაღებულ, უსარგებლო პროპაგნდისტულ სისასტიკედ თვლიან. ერთმანეთს რომ აბოლებენ, ვინ რამდენი წუთით ნაკლები უყურა „ჰეროკრატიის" ახალ სერიას - „მე შვიდი წუთი ვუყურე!" -„რას ამბობ, ამდენი რამ გაგაძლებინა, მეხუთე წუთზე გამოვრთე!" - „მე მესამეზე!"... და, თან ყველა ეპიზოდი ზეპირად რომ იციან... განსაკუთრებით ყველაზე სასტიკ სცენებზე რომ ლაღობენ, იფხრიწებიან გენდერულად დაბალანსებული პოლიტკორექტული სიცილით.

 

არა, კი იციან, რომ ეს ეპიზოდები რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული, მაგრამ ცდილობენ, ტრაგედიებზე მაღლა, თავიანთ სიმწრით შეკოწიწებულ ერთი ციცქნა პიედესტალებზე შემოსკუპდნენ, თავიანთი ცივი, 90-იანებში ტელევიზორიდან ათვისებული დამწვარი ზეთისა და კომბოსტოს სუნიანი „ექსტრავაგანტური" მანჭვა გრეხვით... ორი-სამი ტრიერი, ერთი-ორი ალმადოვარი, პაზოლინი... არაფრით არ აძლევს საშუალებას ვიღაც იდიოტის „ცოლის დაქალების" „ჟიზნენობას" გასცდნენ!.. აი, ამ ხალხზე კი გააკეთებდა კაცი ახალ სერიალს სახელწოდებით „ტრაკოკრატია", მაგრამ ასეთ ტარაკნებზე ფულის და ენერგიის დახარჯვა არ ღირს, ისევ კანალიზაციის მილებში იძრომიალონ, ჯობია, ხანდახან რომელიმე ბინძურ სამზარეულოში მაინც ჩასასტავდებიან და თავს თავიანთ აღთქმულ „დასავლეთში" იგრძნობენ.

 

P.S. გუშინ და დღეს რამდენიმე ასეთ გულისამრევ სტატუსს და კიდევ უარეს კომენტარებს წავაწყდი..." - წერს პაატა ქურდაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner