თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა და გაერიდა საქართველოს და პოლიტიკას.
რა მოხდება? „ოცნება" მარტივ მამრავლებად დაიშლება, წარმოიქმნება ვაკუუმი, კრიზისი და გამწარებული ხალხი პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს გაუსწორდება, შემდეგ სხვებს.
ეს ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, მაგალითად, ბოკერიასთვის. მაგრამ რა ქნას?
ზნე აქვს ასეთი, კუს და მორიელის იგავის არ იყოს."