logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ წულუკიძე: ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
- +

27 ოქტომბერი. 2016. 13:26



„მსახიობებს ვთხოვ, ვის გაქვთ სურვილი, რომ რამდენიმე დღით წამოხვიდეთ საინგილოში და ამ არაჩვეულებრივ დასს მეტყველების მასტერკლასები ჩაუტაროთ?" - წერს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში.



ღია წერილი სრულიად ქართულ თეატრს

დღეს ვიმყოფებოდი ჰერეთში (საინგილოში) აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფელ ალიბეგლოს დრამატულ ქართულ სახელმწიფო თეატრში, სადაც დავესწარი ორი სპექტაკლის პრემიერას (იაკობ გოგებაშვილის იავნანამ რა ჰქმნა" და თამრი ბართაიას მუყაოს სახლები"). ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, გავოგნდი, თუ რა პირობებში უწევთ მსახიობებს მუშაობა, როგორი ენთუზიაზმით ეკიდებიან საყვარელ პროფესიას და საერთოდ, როგორი მაგარი ქართველები არიან.

ამ ხალხს სწორედ ახლა სჭირდება დახმარება და თეატრს გადარჩენა!!! რველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია, უნდა შევუგროვოთ სათეატრო და ქორეოგრაფიული კოსტიუმები. ახალი სპექტაკლების დასადგმელად. ძვირფასო თეატრის ხელმძღანელებო, არც კი იცით, როგორ დაეხმარებით საინგილოს ქართ თეატრს, რეპერტუარიდან მოხსნილი სპექტაკლების კოსტიუმების შეგროვებით. ხვალიდან ტანსაცმელს, თეატრალურ ლიტერატურასთან ერთად შევაგროვებთ თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, დავით აღმაშენებლის გამზირი 40, გამომცემლობა კენტავრში". იკითხეთ მაკა ვასაძე, ანდილ არსიმავილი, კატერინა აზმივილი, იმიტრი ისიავილი, ოლი, თავა, ერაზადივილი, ამირან შალიკაშვილი, ინო ალეგავილი, ატალია თვალრელი, რაკლი ოგია, ოსებ აკურა, ინო ნანიავილი, ანდრო რევლივილი, ნუკი ვინიკა, ნდრო ნუ, იორგი ალუტავილი, ინო იპარტიანი, აატა ულიავილი, ვასო ჩიგოგიძე, ანა ერეელი, თენგიზ ია, ოსო ემსა, ვიად ოლი, ია ულუავილი, თორნიკე არჯანივილი, აია აკსავილი, აზა თედიავილი.

 

ახლა მსახიობებს ვთხოვ, ვის გაქვთ სურვილი, რომ რამდენიმე დღით წამოხვიდეთ საინგილოში და ამ არაჩვეულებრივ დასს მეტყველების მასტერკლასები ჩაუტაროთ?

ხომ შეიძლება, ასეთმა უმნიშვნელოვანესმა საქმემ ცოტა ხნით მაინც გააერთიანოს ქართული თეატრი. თბილისში გამომგზავრების დროს თეატრის თანამშრომელმა, ქალბატონმა ლიანამ მკითხა - საქართველოს მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა იცის ჩვენი არსებობაო?... მოდით, ყველამ ერთად გავაგებინოთ, რომ ჩვენ არათუ მათ არსებობაზე, არამედ მათ მომავალზეც ვფიქრობთ!!!

სიყვარულით, თვენი ნიკა წულუკიძე", - წერს წულუკიძე „facebook"-გვერდზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner