logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: ყველანი ვალში ვართ მისი ხსოვნის წინაშე...
- +

27 ოქტომბერი. 2016. 13:43



ყველანი ვალში ვართ მისი ხსოვნის წინაშე", - ამის შესახებ ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე იაკობ გოგებაშვილთან დაკავშირებით წერს.


„176 წლის წინ, 27 ოქტომბერს, გორის მაზრის სოფელ ვარიანში დაიბადა იაკობ გოგებაშვილი...

 

ამ დიდი ქართველის ნამუშაკევს პირველად 6-7 წლის ასაკში გავეცანით, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური საუნჯის შესწავლა,დედა ენის" სახელმძღვანელოთი დავიწყეთ. თითქოს არაფერი, მაგრამ რა დიდი პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური მიგნებაა პატარა დამწყები მოსწავლისათვის აი ია"...

 

იაკობ გოგებაშვილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი საყრდენი იყო მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, იმ დროს, როდესაც რუსეთის იმპერიის სამი დიდი მოხელე: ეგზარქოსი პავლე ლებედევი, კავკასიის განათლების მზრუნველი კირილე იანოვსკი და მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი შეთანხმებულად იბრძოდნენ ქართველი ერის დენაციონალიზაციისა და გადაგვარებისათვის. იაკობ გოგებაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის დიდ მოღვაწეებთან ერთად შექმნა ქართული ეროვნული სკოლის საოცარი მოდელი, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიდნენ მის მიერ შედგენილი დედა ენით"(1865-76წ.წ.),ბუნების კარით",„ რუსკოე სლოვოთი"(1887 წ.)

 

იაკობ გოგებაშვილს მიაჩნდა, რომ ბავშვმა პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ ენაზე უნდა მიიღოს...

 

კითხულობ მის წერილებს, მოთხრობებს და უბრუნდები შენს ისტორიულ ფესვებს, რა მარტივი, სადა ენით მოგვითხრობს ავტორი და ამ სიმარტივეში რა სიდიადეა, მისი ცხოვრება, ესაა საქართველოს მსახურება, მოკრძალებულად მცხოვრები მუდამ მზად იყო, დახმარებოდა ხელმოკლე ნიჭიერ ახალგაზრდებს, საზოგადო მოღვაწეებს... 1912 წლის 14 ივნისს აღესრულა იგი, მაგრამ უკვდავია სახელი და საქმენი მისნი.

 

P.S. თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო", დავუბრუნოთ იაკობ გოგებაშვილის დედა ენა" საჯარო სკოლების პირველ კლასებს", - წერს ვარდოსანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner