logo_geo
eng_logo
თიკა ანდღულაძე: „მაესტროს“ ჟურნალისტები შეუფერხებელ მუშაობას ვითხოვდით! რატომ შეგვეხო ეს ყველაფერი ჩვენ?
- +

18 მარტი. 2016. 00:49


ჟურნალისტი თიკა ანდღულაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „მაესტროს" მეწილეებს შორის მიმდინარე დავა, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს არ უნდა შეჰხებოდათ:


მაესტროს" მეწილეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას აპირებენ? დღეს უკვე აღარავის უთქვამს, რომ სახელისუფლებო და თავისუფალ მედიაზე მზრუნველი მხარეებიო. დღეს ირკვევა, რომ ისინი უბრალოდ დაპირისპირებული მხარეები ყოფილან... just business?..

 

თუ მოლაპარაკება შესაძლებელი იყო და ეს მხოლოდ დავაა, მაშინ რატომ შეგვეხო ეს ყველაფერი ჩვენ, ჟურნალისტებს? სხვის არ ვიცი და პირადად მე პირველივე დღიდან ვაცხადებდი: „ეს წესით ჩვენ არ უნდა გვეხებოდეს, ჩვენ კომფორტული გარემო გვინდა თავისუფალი სიტყვის სათქმელად და გაწეული შრომის ანაზღაურება. წილები და სავარძლები თქვენ არკვიეთ თქო." მაგრამ უჩვენოდ ამ ამბებმა ვერ ჩაიარა. სანამ ნაწილ-ნაწილ არ დაგვყვეს, ზოგმა პირი არ აიხვია და ზოგმა შველასაიას" არ სთხოვა.

 

ასე უკვე ორივე ტელევიზიის ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ახლა აცხადებენ - ჟურნალისტებს ვაცადოთ მუშაობა, იქნებ შევთანხმდეთო. დღეს თუ ხვალ, რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ მხარეები, ჩემი პირადი პოზიცია არ შეიცვლება, სანამ ადამიანურ პირობებს და დამოკიდებულებას არ შემომთავაზებენ. სანამ 25 %-იანი წილის თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ სასამართლოს გადაწყვტილებას ან მხარეთა არგუმენტებს არ მოვისმენდით, მაესტროს ჟურნალისტები შუფერხებელ მუშაობას ვითხოვდით. მე პირადად ყველა ეთერში შინ თუ სტუმრად ვაცახდებდი, რომ იმდენად ბუნდოვანი სიტუაცია იყო და სამართლებრივად ისეთი ჩახლართული, რომ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდებოდა ყველა მხარის პოზიციის მოსმენა. როცა, ყოველ დღე ახალ-ახალი ტყუილი და მართალი ირკვეოდა, როცა ჯერ არც ერთ კომპანიას, „ 24"- თუ შპსმაესტროს" შრომითი ხელშეკრულება და პირობები შემოთავაზებული არ ქონდა, დავდექი არჩევანის წინაშე. უნდა დამეწერა განცხადება შპსსტუდია მაეტროდან" წამოსვლის შესახებ ან ვერ შევიდოდი შენობაში, იქ, სადაც ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულების სივრცეა, სადაც ჩემი გუნდია. განცხადება, რომელიც მე დავწერე ეს იყოსაშვი" შენობაში შესასვლელად და არა გადაწყვეტილება, რადგან ისიც კი არავის უთქვამს, ახალი კონტრქტის დადებამდე პერიოდში ნამუშევარ დღეებს ვინ აანაზღაურებს. დღეს მე ამსაშვზე" ვამბობ უარს! თუ ვინმეს ჩემთან თანამშრომლობა საქმიანად სურს, ხელშეკრულებით შემიშვას ან გამომიშვას შენობიდან. მგონია, რომმაესტროში" 8 წლიანი თავგანწირული შრომის შემდეგ ამას ვიმსახურებ. მე არ ვაპირებ სამსახურში სიარულს პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნამდე. არ მინდა ჩემს თავზე ავიღო მორალური პასუხისმგებლობა, რომელსაც უსახელოდ მაუწყებლობის პირობები ქმნის. ჯერ იხსნება არხიდან სახელი მაესტრო და მერე არავინ გვცემს პასუხს ეს ვინ გადაწყვიტა. იქნებ პულტზე თითის დამჭერ რიგით თანამშრომლესაც დაბრალდეს? სანამ სხვის პირად საქმეში ცხვირის ჩაყოფა ხდება და არ აცდიან ადამიანებს საკუთარი მომავლის გარკვევას, ლევან გაჩეჩილაძის სახლში შესულ-გამოსულებს კამერები ითვლიან, სანამ ჟურნალისტებს იმ გაურკვევლობაში ამყოფებენ - საქმე პირის ასახვევად აქვთ თუ არა, სანამ ხელფასზე დალაპარაკების ნაცვლად, ვინ რა განცხადება დაწერა - ამას არკვევენ, მე ვეთიშები პროცესებს.

ერთხელ, შეცდომით არ ვახსენეკავკასიური ცარცის წრე". ალბათ, ვიღაც გაუშვებს ბავშვს ხელს! და თუ რატომ, სიყვარულით თუ გარიგებით - ეს არ დაიმალება."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner