logo_geo
eng_logo
ოთარ ტატიშვილი: ამას ბიძინა კვერნაძე ნამდვილად არ იმსახურებს
- +

27 ოქტომბერი. 2016. 14:21



„ავტორის ჩანაფიქრის ასეთი ფორმით მიწოდება ჩემთვის მიუღებელია და კარიკატურის ტოლფასია, რასაც ბატონი ბიძინა კვერნაძე არ იმსახურებს ნამდვილად", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოთარ ტატიშვილი წერს და აქვე თბილისობის კონცერტზე ჯგუფ „ნიუტონის" მიერ შესრულებული სიმღერის ლინკს ავრცელებს.

 

„შესაძლოა, ახლებურად საინტერესოდ გააჟღერო, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად და მოწიწებით, ისე, რომ ავტორის ჩანაფიქრი და სიმღერის დრამატურგია არ შეილახოს. არ ვიცი, აბა, თქვენ განსაჯეთ, იქნებ მე სულ გამოვშტერდი? დროს ჩამოვრჩი და აღარაფერი მესმის ქვეყანაზე, რაც მთავარია, წამყვანებს ძალიან მოსწონთ დაწერილი სცენარის მიხედვით", - წერს ოთარ ტატიშვილი. 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner