logo_geo
eng_logo
ლეილა კვირიკაშვილი: რატომ ჩათვალე ყურადღების ღირსად ეს კაცი?!
- +

27 ოქტომბერი. 2016. 14:24



ჟურნალისტი ლეილა კვირიკაშვილი შალვა ნათელაშვილთან დაკავშირებით პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს მიმართავს:

 

„თაკო, არ ვიცი, რატომ ჩათვალე ყურადღების ღირსად, ან რა თქვა კაცმა, რომელიც 1987 წლიდან იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პროკურატურის პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე, 1989 წლის 9 აპრილს ასევე იყო პარტკომი და პროკურატურის ჩინოსანი. მხოლოდ 1990 წელს, როცა მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, მაშინ გამოემშვიდობა პარტკომობას.

 

გადატრიალების შემდეგ, 1992 წლის შევარდნაძის იმელის პარლამენტში" იურიდიული კომისიის თავმჯდომარეობა უბოძა ედუარდ შევარდნაძემ. შალვა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასპირანტურაში" სწავლობდა იმ წლებში, როცა შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მაგათი კურსდამთავრებულები კაგებეს" ჩინოსნები რომ ხდებოდნენ, ეგ ყველამ იცოდა იმ დროში. აღარ გავაგრძელებ. ისე, შალვაც ამბროსოვიჩია, ოღონდ მართლა. ერთი კარგი თვისება აქვს, ყავა უყვარს. აღარ უპასუხო პარტკომებს, გირჩევ, თაკო.

 

ეჰ, ჩემო კარგო, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი მისი პირადი საქმე. 1990 წლის ნოემბერში, ვახტანგ რაზმაძეს მოატანინა ზვიად გამსახურდიამ პროკურატურის პარტკომის პირადი საქმე. უბრალოდ, აინტერესებდა, ვინ იყო ის ახალგაზრდა კაცი, რომლის მხრიდანაც ეროვნულ მოძრაობას წინააღმდეგობები ხვდებოდა. პატაკები" და მოხსენებითი ბარათები" იდო პირად საქმეში, მტრისას. ხალხის მტრებს - გამსახურდიას და კოსტავას თუ დროზე არ მოვიშორებთ, ეგენი ხალხს აიყოლიებენო. ისე, მე ბევრი რაღაცის ასლი შენახულიც მაქვს. წიგნს რომ გამოვცემ, იქ იქნება", - წერს კვირიკაშვილი.


იხილეთ ბმული: http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=28413


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner