მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალური ქსელში წერს:
„ნუთუ ბაქრაძის და მელიას ნათელ ღიმილს ბოლოჯერ ვუმზერთ ბილბორდებზე? ერთი ბილბორდი მაინც დავტოვოთ, აი, ის, ვარაზისხევის სამება, ბაქრაძე ნიკანორში რომ გადადის და მერე ლიაკა ხოშტარიაში გარდმოედინება, როგორც ჯოკონდა, როგორც დანგრეული რაიხსტაგი, როგორც ბერლინის კედელი, როგორც სფინქსის ცხვირმოტეხილი ქანდაკება. ცუდად არ გამიგოთ, მხოლოდ როგორც სიმბოლო, სიმბოლო იდუმალი, ამოუცნობი, სევდანარევი დასასრულისა, The Doors-ის „The End!", - წერს გლურჯიძე.