logo_geo
eng_logo
2016 წლის საშემოდგომო გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო
- +

27 ოქტომბერი. 2016. 15:08



დედაქალაქში საშემოდგომო   გამწვანების   მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.  სანაპიროების ჭადრებით განაშენიანების პროექტის ფარგლებში მარცხენა სანაპიროზე, 3-3,5 მეტრი სიმაღლის 20 ძირი აღმოსავლური ჭადარი დაირგო. მიმდინარე სეზონზე, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე სულ 200 ძირი ჭადარი დაირგვება.


თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა ხე-მცენარეები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან  ნინო  სულხანიშვილთან და  ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად  დარგო. 

 

„საშემოდგომო რგვების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. დღეს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე დავრგეთ დიდი ზომის აღმოსავლური ჭადრები. ამასთან, მტკვრის ორივე სანაპიროზე  გამხმარი ჭადრები, ერთი კვირის განმავლობაში,  200 ცალი 3-მეტრიანი ახალი ნერგებით ჩანაცვლდება. სეზონის განმავლობაში კი ქალაქის შემოსასვლელები და შიდა ტერიტორიები  80 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი ნერგით გამწვანდება, რაც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.


 ქალაქის შემოგარენი  და ცენტრალური უბნები, შემოდგომაზე, 80 000 ნერგით განაშენიანდება.  50 000  ხე-მცენარე  მახათას  მთაზე და  თბილისის  ზღვის გარშემო,  ხოლო  30 000-მდე ნერგი  სკვერებში,  გამზირებზე და საცხოვრებელი კორპუსების  მიმდებარედ  დაირგვება.  დასარგავი  ხე-მცენარეების  სიმაღლე 1,5-3,5  მეტრი სიმაღლის  ფარგლებში  მერყეობს.  მათ  შორის,  5000  ნერგის  სიმაღლე  2,5-3,5  მეტრია.   საშემოდგომო  გამწვანების  პროცესი  დეკემბრის  შუა რიცხვებამდე  გაგრძელდება. 


სპეციალისტების   რეკომენდაციით  საშემოდგომო  გამწვანებისთვის  შერჩეულ  სახეობებს  შორისაა  თეთრი  აკაციის,  მინდვრის  ნეკერჩხლის,  იფანის,  აღმოსავლური  ჭადრის,  ზეთისხილის,  ჰიმალაის  კედარის,  კვიპაროსის,  ნუშისა და ვერხვის ნერგები.


დარგული   ხე-მცენარეების   მოვლა-პატრონობას   კონტრაქტორი   კომპანიები  4  წლის ვადით  უზრუნველყოფენ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner