გამოცემა „Haberturk"-ის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში, თურქეთის პოლიციამ ორგანიზაციის 81 წევრი დააკავა. სპეცოპერაცია სტამბოლში და თურქეთის 7 პროვინციაში ჩატარდა.
გაზეთის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 60, სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო - 20 არასრულწლოვანი.
სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ამოიღეს ტერორისტული ორგანიზაციის დოკუმენტაცია და ცეცხლსასროლი იარაღი.
თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურმა 18 ოქტომბერს, ქვეყანაში შესაძლო ტერაქტების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.