logo_geo
eng_logo
სპეცოპერაციის დროს სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ 81 წევრი დააკავეს
- +

27 ოქტომბერი. 2016. 15:19



გამოცემა „Haberturk"-ის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში, თურქეთის პოლიციამ ორგანიზაციის 81 წევრი დააკავა. სპეცოპერაცია სტამბოლში და თურქეთის 7 პროვინციაში ჩატარდა.



გაზეთის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 60, სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო - 20 არასრულწლოვანი.



სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ამოიღეს ტერორისტული ორგანიზაციის დოკუმენტაცია და ცეცხლსასროლი იარაღი.



თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურმა 18 ოქტომბერს, ქვეყანაში შესაძლო ტერაქტების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner