logo_geo
eng_logo
გოჩა ხუნდაძე: მინდა, მოგმართოთ „მაგთის“ მესვეურებს... მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა...
- +

27 ოქტომბერი. 2016. 15:20

 

 

„მინდა, მოგმართოთ „მაგთის" მესვეურებს. ეგებ ნახოთ ეს სიუჟეტი და იზრუნოთ უკანა ფშავის მყარი მობილური კავშირით უზრუნველყოფისთვის. მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გოჩა ხუნდაძე წერს და აქვე სოფელ მუქოს შესახებ მომზადებულ სიუჟეტს ავრცელებს.

 

„ამით ხელს შეუწყობთ ამ კუთხეში მოსახლეობის დამაგრებას და თქვენგან ქმნილ საქველო საქმეებს ეს სიკეთეც შეემატება.

 

საცაა არჩევნები დამთავრდება და კარგი იქნება, თუ გუბერნიის ხელმძღვანელებიც მოიცლიან, გამონახავენ გამოსავალს და მოსახლეობაზე ზრუნვის მაგალითით გაგვახარებენ. საქართველოს მთას სასიცოცხლოდ სჭირდება მობილური კავშირი და ინტერნეტი. ამ სიკეთის გარეშე, იქ ახალგაზრდებს მთის კანონიც ვერ დააკავებს", - წერს გოჩა ხუნდაძე.

 



 

 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner