logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ნუთუ დავიწყების ნისლი დაფარავს წიკლაურს, კაკოს, ჩიორას?
- +

27 ოქტომბერი. 2016. 15:24



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


 

„დამთავრდება ეს მეორე ტურიც.

 

დამთავრდება და ნაცები თავიანთ ე.წ. „გავლენიან არასამთავრობოებთან" ერთად მაქსიმუმ ორი კვირა იჭიჭყინებენ. ცხადია, ამას „რუსთავი 2" ბოლო წერტილ-მძიმემდე „გააშუქებს".

 

მერე რა მოხდება? რა ეშველებათ ან ერთს, ან მეორეს? ნუთუ დავიწყების ნისლი დაფარავს წიკლაურს, კაკოს, ჩიორას? ნუთუ ჯულიეტოვნა ვეღარ იხვანცალებს თავის სტუდიაში?

არის გამოსავალი! არის!

 

პარტია უნდა დაიშალოს. დიახ, უნდა დაიშალოს!!! „რადიკალებმა" მიშასთან ერთად ახალი პარტია უნდა შექმნან და „ზომიერებმაც" შესაბამისი გამოხმაურებები უნდა გააკეთონ.

 

სხვა გზას ან „რუსთავი 2"-ის „რეიტინგის" შესანარჩუნებლად და მივიწყების ნისლის გასაფანტად, ვერ ვხედავ!!!

 

ჩვენც მომავალ არჩევნებამდე გავერთობით", - წერს გია გაბრიჭიძე.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner