„ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი პარტია და ვინც არ უნდა იდგეს მის სათავეში, იქნება ეს ბოკერია თუ სააკაშვილი, დიდი განსხვავება არაა", - ამის შესახებ „პრაიმტაიმს" „ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" რევანშის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება სურს.
„ნაციონალურ მოძრაობას" რომ რევანში და ხელისუფლების დაბრუნება უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რამდენად რეალური იყო ეს ამ არჩევნების წინ, სხვა საკითხია. ნაციონალებმა კარგად დაგეგმეს პიარკამპანია მიშას ჩამოსვლის ტირაჟირებით. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი კარგად დადგმული სპექტაკლი იყო..." - განაცხადა ბრეგაძემ.