logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მათ იკადრეს თვალთვალი, ჩაწერა და ქალების დაშანტაჟება, მაგრამ კადრების გავრცელება ვერ მოასწრეს!
- +

18 მარტი. 2016. 01:07


იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის  განცხადებით, ფარული ვიდეო ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით, სამართალდამცველები აქტიურად მუშაობენ და შედეგს საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს.


მოქმედებენ თუ არა ცალკეული პიროვნებები ინდივიდუალურად, ამას საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, გამოძიება დაადგენს. ჩანაწერების გავრცელების ნაწილში საქმე კიბერდანაშაულთან გვაქვს. ეს არ არის ერთი ქაღალდი ან ერთი მყარი დისკი, რომელიც სადღაც დევს, შეგიძლია, მიაგნო და გაანადგურო. საქმე გვაქვს ელექტრონულ მატარებელზე შენახულ ინფორმაციასთან, რომლის ასლის გაკეთებაც ძალიან მარტივია", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


ამასთან, მინისტრმა ღნიშნა, რომ ბოკერიას გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტების თუ არასამთავრობოთა წარმომადგენლების წინააღმდეგ დევნის და თვალთვალის სპეცოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა.


მათ იკადრეს თვალთვალი, ჩაწერა და ქალების დაშანტაჟება, მაგრამ გავრცელების კადრება ვერ მოასწრეს, რადგან ამასობაში ციხის კადრები გავრცელდა და დამატებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება რომ ეკადრებინათ, ბერკეტების შენარჩუნების უკანასკნელ იმედსაც კარგავდნენ. ამიტომ, საკუთარი თავი დაინდეს",- განაცხადა გადაცემა 2030-ში მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner