logo_geo
eng_logo
თურქეთმა 73 სამხედრო მფრინავის დაკავების ორდერი გასცა
- +

27 ოქტომბერი. 2016. 16:09



„BBC"-ის ცნობით, თურქეთის ხელისუფლებამ 73 სამხედრო მფრინავის დაკავების ორდერი გასცა, რომლებიც 25 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები.


პოლიციამ აღნიშნული პირები კოენიას ავიაბაზაზე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დააკავა. გასულ კვირას ამავე ბაზაზე პოლიციამ პატიმრობაში 99 ადამიანი აიყვანა.


საერთო ჯამში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან და ისლამის მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირის გამო თურქეთში 35 ათასი ადამიანი დააკავეს. მათ შორის ბევრი სამხედრო მოსამსახურეა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner