logo_geo
eng_logo
ბრუნო ბალვანერა: გიორგი კვირიკაშვილი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებდა ინვესტორთა საბჭოს
- +

17 თებერვალი. 2016. 18:13


მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრებმა წარმატებულად  შეაფასეს პრემიერის ინიციატივები.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში ბრუნო ბალვანერამ აღნიშნა, რომ პრემიერთან იყო ძალიან ღია და კონსტრუქციული საუბარი სხვადასხვა საკითხზე, გადასახადების ესტონური მოდელის ჩათვლით.


ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული დისკუსია პრემიერ-მინისტრთან. როგორც იცით, ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს ის მტკიცე მხარდაჭერას უცხადებდა ინვესტორთა საბჭოს. დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა მასთან. ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. გვქონდა ძალიან ღია და კონსტრუქციული საუბარი სხვადასხვა საკითხზე, გადასახადების ესტონური მოდელის ჩათვლით. სახეზეა ცალსახა კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ამ ინიციატივამ და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ის საქართველოში ახალი ეკონომიკური პლატფორმის შექმნის თვალსაზრისით", - განაცხადა  ბრუნო ბალვანერამ.


მისივე განცხადებით, მთავრობა კონცენტრირებულია რამდენიმე საკითხზე, რომელთაგან ერთ-ერთია სამინისტროების მიერ მთავრობის გადაწყვეტილებების დროული განხორციელების უზრუნველყოფა.


პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა ის, რაც მანამდე განაცხადა საჯაროდ. მისი მთავრობა კონცენტრირებულია რამდენიმე საკითხზე, რომელთაგან ერთ-ერთია სამინისტროების მიერ მთავრობის გადაწყვეტილებების დროული განხორციელების უზრუნველყოფა. არსებობს იმდენი კარგი ინიციატივა, რომ აუცილებელია მათი დროული და ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ არსებობს რაღაც ხარვეზი. აქ ლაპარაკია მხოლოდ ახალი მექანიზმის შექმნაზე, რომლის დანიშნულებაცაა მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა", - განაცხადა  ბრუნო ბალვანერამ


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner