logo_geo
eng_logo
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
- +

27 ოქტომბერი. 2016. 17:04



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.



ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობაზე, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოხსნილია.



მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ იყო დაწესებული.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner