logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ბარამიძე, რომელმაც სვანეთში მთელი ოჯახი დახოცა, გამოდის და მორალს გვიკითხავს...
- +

18 მარტი. 2016. 01:26


საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გია ბარამიძეს, რომელმაც სვანეთში მთელი ოჯახი დახოცა, არ აქვს უფლება გამოდიოდეს და მორალს კითხულობდეს.



„ნაციონალური მოძრაობის"  ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კადრები ვიღაცების გაკეთებული იყო, ამ საზიზღრობების შესახებ არაფერი იცოდნენ და დღეს თუ რაღაც ხდება, ამ ხელისუფლების ბრალია. ეს სრული უტიფრობაა. დღეს, შესაძლოა, პირადი ინტერესების გამო ვიღაცა ვიღაცას უთვალთვალებს, მაგრამ არა მგონია, ქვეყანაში ძველი პრაქტიკა მეორდებოდეს, როცა სახელმწიფო ყველას გვითვალთვალებდა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, რაც დღეს ხდება, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიმინალური სისტემის შედეგია და აქცენტების დღევანდელ დღეზე გადატანა არასწორია.


„სამართლიანი იქნებოდა, დღეს მებრძოლ ადამიანებს მაშინ ეყვირათ, როცა ადამიანების დატერორება-დაშანტაჟება მართლა ხდებოდა. დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული ის კი არაა, რომ რევანში არ აიღო, ნაციონალური მოძრაობა ფეხებით არ ჩამოკიდა და გაანადგურა, არამედ ის, რომ მათი მოქმედებები არ გააანალიზა და გაშიფრა. სხვა ოპონენტები პოლიტიკურ ველზე არ დაუშვა და დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტია მთავარ ოპონენტად დაიყენა. ეს დასავლეთისგან წამოსული ბრძანების გამო არ მომხდარა. ამ გზით მმართველი გუნდი კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა",-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner