logo_geo
eng_logo
კახეთის გზატკეცილზე 200 ხე დაირგო
- +

27 ოქტომბერი. 2016. 18:38

 

 

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, კახეთის გზატკეცილზე 200 ძირი ნეკერჩხლისა და კვიპაროსის ხეები დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა და  მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს. ადგილები, რომელთა გამწვანებაც საშემოდგომო რგვების ფარგლებში განხორციელდება, მოსახლეობასთან ერთად შეირჩა.




ქალაქის შემოგარენი და ცენტრალური უბნები, შემოდგომაზე, 80 000 ნერგით განაშენიანდება.  50 000  ხე-მცენარე  მახათას  მთაზე და  თბილისის  ზღვის გარშემო,  ხოლო  30 000-მდე ნერგი სკვერებში, გამზირებსა და საცხოვრებელი კორპუსების  მიმდებარედ  დაირგვება.  დასარგავი  ხე-მცენარეების  სიმაღლე 1,5-3,5  მეტრი სიმაღლის  ფარგლებში  მერყეობს. მათ შორის, 5000  ნერგის  სიმაღლე  2,5-3,5  მეტრია.   საშემოდგომო  გამწვანების  პროცესი  დეკემბრის  შუა რიცხვებამდე  გაგრძელდება. 




სპეციალისტების  რეკომენდაციით, საშემოდგომო  გამწვანებისთვის  შერჩეულ  სახეობებს  შორისაა თეთრი  აკაციის,  მინდვრის  ნეკერჩხლის,  იფნის,  აღმოსავლური  ჭადრის,  ზეთისხილის,  ჰიმალაის  კედარის,  კვიპაროსის,  ნუშისა და ვერხვის ნერგები.




დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები 4 წლის ვადით  უზრუნველყოფენ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner