logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ ვიდეოები 2012 წლის ზაფხულშია გაკეთებული!
- +

18 მარტი. 2016. 01:27


ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით, სამართალდამცავები კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებენ და გარკვეული პროგრესი უკვე სახეზეა"- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმ განაცხადა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ ვიდეოები 2012 წლის ზაფხულშია გაკეთებული.


რამდენი ადამიანის ხელში მოხვდა ეს მასალა და მოქმედებენ თუ არა ცალკეული პიროვნებები ინდივიდუალურად, ამას საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, გამოძიება დაადგენს. ჩანაწერების გავრცელების ნაწილში საქმე კიბერდანაშაულთან გვაქვს. ეს არ არის ერთი ქაღალდი  ან ერთი მყარი დისკი, რომელიც სადღაც დევს, შეგიძლია, მიაგნო და გაანადგურო. საქმე გვაქვს ელექტრონულ მატარებელზე შენახულ ინფორმაციასთან, რომლის ასლის გაკეთებაც ძალიან მარტივია",- აღნიშნა თეა წულუკიანმა.


ამასთან, მინისტრმა გიგა ბოკერიას საპასუხოდ  აღნიშნა,  რომ ბოკერიას გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტების თუ არასამთავრობოთა წარმომადგენლების წინააღმდეგ დევნის და თვალთვალის სპეცოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა.


მათ იკადრეს თვალთვალი, ჩაწერა და ქალების დაშანტაჟება, მაგრამ გარვცელების კადრება ვერ მოასწრეს, რადგან ამასობაში ციხის კადრები გავრცელდა და დამატებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება რომ ეკადრებინათ, ბერკეტების შენარჩუნების უკანასკნელ იმედსაც კარგავდნენ. ამიტომ, საკუთარი თავი დაინდეს",- განაცხადა 2030-ში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner