logo_geo
eng_logo
ეკა გიგაური: არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ნამდვილად არ დგება
- +

27 ოქტომბერი. 2016. 19:35



საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ახალ თაობასთან" ინტერვიუში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ  ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ნამდვილად არ დგება. გიგაური ასევე მიიჩნევს, რომ  აღნიშნულ საკითხზე ლაპარაკი არის ზედმეტი და არასწორი.


„ჩვენ გამოძიება არ ჩაგვიტარებია, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, მარნეულში უფრო აქტიურობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. იქ დაძაბულობის განმუხტვის თვალსაზრისით, პოლიცია იყო საკმაოდ მობილიზებული და ეფექტური. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ იყო ორი უბანი, რომელიც იქნა დარბეული, მიუხედავად იმისა, რომ იქ პოლიციელები ახლო-მახლო იყვნენ, მათ ეფექტურად არ უმოქმედიათ და ეს უნდა აღინიშნოს.

 

ცხადია, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ეს ძალადობის ფაქტები არ გვქონოდა, მაგრამ 3.700 უბნიდან ასეთი პრობლემები ჩვენ გვქონდა 4 უბანზე და ამიტომ ამ შეხედულებას ყველა უბანზე ვერ განვავრცობთ. ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ნამდვილად არ დგება და ამაზე ლაპარაკი არის ზედმეტი და არასწორი", - აცხადებს გიგაური.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner