logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთას არ დავთმობ!
- +

27 ოქტომბერი. 2016. 19:54



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ვერსიასთან" ინტერვიუში ოპონენტთან ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით საუბრობს.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება" მეორე ტურის არჩევნებშიც გაიმარჯვებს.


„მცხეთაში იმდენი ფული დაიხარჯა ჩემი ოპონენტის მხრიდან, რომ, მე მგონი, სიღარიბის მაჩვენებელმა დაიწია, რაც გარკვეულწილად კარგია - ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ამ არჩევნების უჩვეულობა კიდევ ერთ რამეში გამოიხატება - მართველი გუნდის წარმომადგენლები ჩივიან, რომ მათი ოპონენტები ფინანსურ რესურსს იყენებენ.

 

იცით, რომ ბატონ ჩოჩელზე შევიტანე საჩივარი. მას შემდეგ, რაც მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირდა, მეორე დღეს ერთ-ერთ სკოლაში გადარიცხა თანხა ფინანსური მხარდეჭერისათვის და მე ამას დავარქვი „საარჩევნო ქველმოქმედება", რომელიც კატეგორიულად იკრძალება არჩევნების დროს.

 

საზოგადოებამ უკვე იცის, ვინ არის მმართველი გუნდის წარმომადგენელი და არჩევანს მყარად გააკეთებს და კიდევ ერთხელ გავიმარჯვებ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე პარლამენტში ვარ, მცხეთას მაინც არ დავთმობ. ქალაქს უნდა ჰყავდეს სუფთა წარსულის ადამიანი და პირი, რომელიც დაიცავს ქალაქისა და მოქალაქეების ინტერესებს", - განაცხადა ხუნდაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner