logo_geo
eng_logo
დათო ქაქუთია: არეულ მსოფლიოში ჩვენ რა უფლება გვაქვს ვიყოთ „დალაგებულად“
- +

27 ოქტომბერი. 2016. 19:58



ჟურნალისტი დათო ქაქუთია სოციალურ ქსელში წერს:


„წარმოუდგენელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დალაგებული სიტუაცია. ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ ფაქტს გვერდს ვერ აუვლი. საზოგადოებაც მიყვება პოლიტიკურ ხმაურს, ისე როგორც მას შეფერის და შედეგიც სახეზეა. მედია და სოციალური ქსელი კი ამ კონგლომერატის დრამატიზირებას შესანიშნავად ახერხებს და ასე მივყვებით დინებას. ძალიან განათლებული ელიტა კი ტელევიზიებიდან და სოციალური ქსელიდან გვარიგებს ჭკუას, მაგრამ ან ჩვენ ვერ გავუგეთ, ან ისინი ვერ გვიხსნიან.

 

ასე თუ ისე, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიიწევს და ვისაც ამის გვჯერა, გაგვატარეთ ევროპისკენ და ვისაც არა - იაროს რუსეთისკენ. აქაც პრორუსებად და პროევროპელებად ხო ვართ გაყოფილნი ( ეგ კარგად გამოგვდის, როგორც ვიღაცისტობა) და ვნახოთ, ვისი აჯობებს, გრანტებს და ფულს გააჩნია.

 

პრადვინუტები გვეუბნებიან - არ მაინტერესებს ქვეყნის ისტორია, სარწმუნოება, ტრადიცია ეგ გოიმობაა და ჩვენ ბნელეთიდან გამოგიყვანთო. სანერვიულო არაფერია ამ ეტაპზე ამ ქვეყანას „ფულანთებული" პოლიტიკოსები მიხედავენ ლარის კურსის არ იყოს. ჩვენ კი უბრალო საზოგადოებავ, თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ეს ყველაფერი საგარეო ფაქტორია, დალაგდება მსოფლიო და ჩვენც დავლაგდებით. აბა, არეულ მსოფლიოში ჩვენ რა უფლება გვაქვს ვიყოთ „დალაგებულად". 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner