logo_geo
eng_logo
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს
- +

27 ოქტომბერი. 2016. 20:30



კულტურის სამინისტროსთან არსებულმა საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს.  7 ხმა  მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტმა, ტენორმა ბადრი მაისურაძემ მიიღო.


„ბატონი ბადრი თბილისში არ იმყოფება. მას შევატყობინებთ კომისიის გადაწყვეტილება და არჩევნების შედეგებს. ბუნებრივია, გარკვეული დრო სჭირდება პროცედურულ საკითხებს. დანიშვნის ბრძანების მომზადება და ა.შ. ვფიქრობ, დისტანციური მართვა ადეკვატური ვერ იქნება ამ შემთხვევაში და ბატონმა ბადრიმ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომ გადმოვიდეს თბილისში და უხელმძღვენელოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს",- განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.


კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ მზია ნიორაძე, ირინა რატიანი, გური ზაქარეიშვილი, ბაადურ სამადაშვილი, მაია კობერიძე, ფრანგი დრამატურგი კრისტოფ გრისტი და ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული დავით კინწურაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner