logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ახალი პრემიერის მოსვლით მოსახლეობაში ნდობა აღდგა
- +

18 მარტი. 2016. 02:13


წინასაარჩევნო პერიოდში, რუსეთის მხრიდან გარკვეული აქტივობები მოსალოდნელია, რადგან ჩვენ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით მივდივართ, რომლის მიღებამდეც 28 ქვეყნის გადაწყვეტილებაა საჭირო და ევროპაში შექმნილ რთულ საემიგრაციო პირობებში ეს მარტივი არ არის. ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.


მისივე აზრით, მკაფიო განცხადებებით, რუსეთი საზოგადოების გადაწყვეტილების სიმყარისა და სიტუაციის არევის შესაძლებლობის გაზომვას ეცდება.


ჩვენი მხრიდან, ხმამაღალი განცხადებები და პასუხები საჭირო არ არის. ყველაზე კარგი პასუხი საქმის კეთება და სიმშვიდის შენარჩუნებაა",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


ზურაბიშვილის თქმით, ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში ხდება, საქართველოშიც პირველი ვადის დასასრულს ხელისუფლების რეიტინგი დაეცა, ახალი პრემიერის მოსვლით, რომლის მთავარი გზავნილი არჩევნებამდე მშვიდობიანად მისვლა იყო, მოსახლეობაში ნდობა აღდგა.


საზოგადოებაში ჩანაწერების გავრცელებით გამოწვეული შფოთვა კი, ამ მიზანს პირდაპირ ურტყამს. „ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნება და ძველი სისტემის აღდგენა სურს, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნია. ამიტომ, მისი სტრატეგია დივერსია და არეულობაა. როცა არჩევნების მოგების იმედი არ გაქვს და ქვეყნის ინტერესები არ გაღელვებს, ყველაზე მარტივი გზა არეულობაა, რასაც მომავალ თვეებშიც უნდა ველოდეთ, მაგრამ ხელისუფლება აჟიოტაჟს არ უნდა აჰყვეს",- აღნიშნა ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner