logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: მიშას დროს ბატონის ციხეს დანგრევას უპირებდნენ!
- +

27 ოქტომბერი. 2016. 20:53



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ბატონის ციხესთან დაკავშირებით წერს:

 

„მიშას დროს ბატონის ციხის შესახებ მქონდა გადაცემა.

ვიღაც ირანელისთვის, ყაჯართა შთამომავლისთვის (აღა მაჰმად ხანი ყაჯარი იყო) უნდოდათ მისი მიცემა. დანგრევას უპირებდნენ და რაღაც საზიზღრობა უნდა გაეკეთებინათ. მუნიციპალიტეტი ზამთარში ფანჯრის ჩამსხვრეულ მინასაც არ ცვლიდა და არც თანამშრომლებს აძლევდა ჩასმის უფლებას!"

 

შეგახსენებთ, რომ თელავში, ბატონი სასახლის ტერიტორიაზე დასრულებულია აივნების სვეტების მონტაჟი და კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა.


ამჟამად მიმდინარეობს ვიტრაჟებისა და განათების მონტაჟი. სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 871 893 ლარია, სამუშაოები უკვე დასრულებულია და 29 ოქტომბერს ბატონის ციხე გაიხსნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner