logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი არ აპირებს, ვინმეს თავს დაესხას
- +

27 ოქტომბერი. 2016. 21:32



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის" პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს, ვინმეს თავს დაესხას. პუტინმა ასევე რუსეთის სამხედრო საფრთხის შესახებ განცხადებებს მითიური და არარეალისტური უწოდა. მისი თქმით, აშშ-ში პოლიტიკური ელიტები ცდილობენ, მოქალაქეების ყურადღება ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებისგან სხვა საკითხზე გადაიტანონ და აღნიშნა, რომ რუსეთს არ შეუძლია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა.


„რა თქმა, უნდა ძალიან სასიამოვნოა და ზოგჯერ სასარგებლოა საკუთარი თავის ბარბაროსებისგან ცივილიზაციის დამცველად წარმოჩენა. თუმცა საქმე იმაშია, რომ რუსეთი არ აპირებს, ვინმეს თავს დაესხას.

 

„ნუთუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია, გავლენა მოახდინოს ამერიკული ხალხის არჩევანზე? ამერიკა ბანანის ქვეყანა ხომ არაა? ამერიკა დიდი სახელმწიფოა. თუ არასწორი ვარ, შემისწორეთ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხდა, რომ სირიაში ვერ ხერხდება პოლიტიკური პროცესის დაწყება და სისხლისღვრის შეჩერება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner