„ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ვერანირ „ამინდს ვერ შექმნიან" და ვერც ხელს შეუშლიან იმ რეოფრმებს, რომელსაც გავაგრძელებთ",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა „პრიორიტეში" განაცხადა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის ამ ქვეყნის წარსული და მათ გავლენის არანაირი ბერკეტი აღარ აქვთ.
„ყოველ მორიგ არჩევნებზე კარგავენ ამომრჩეველს, მათ წელს არჩევნებზე 400 000-ზე ნაკლები ამომრჩეველი ჰყავთ. ის მითი, რომ თითქოს იმატებს მათი მხარდამჭერების რაოდენობა, ტყუილია.
მათ არ აქვთ რესურსი დარჩენილი და არიან ამ ქვეყნის წარსული. ისინი პარლამენტში ვერანირ „ამინდს ვერ შექმნიან" და ვერც ხელს შეუშლიან იმ რეოფრმებს, რომელსაც გავაგრძელებთ.
არავითარი ძალა იმის, რომ ქვეყნის ინტერესები დააზარალონ, არ შესწევთ", - განაცხადა კობახიძემ.