logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: ჩემი პრიორიტეტებია, შშმ პირებისთვის თანაბარი უფლებების შექმნა
- +

27 ოქტომბერი. 2016. 23:42



„მე და ჩემი თანაგუნდელები „ქართული ოცნების" გუნდს იმიტომ ვუერთდებით, რომ მასში ხალხის ინეტესებზე და ადამიანზე ორიენტირებული ძალა დავინახეთ, რომელიც ცოდნას და საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება",- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა 2030-ის ეთერში განაცხადა და 7644 ამომრჩეველს, რომელმაც მას დაუჭირა მხარი მადლობა გადაუხადა.


„პირველ ტურზე, სამგორის მე-12 ოლქში არაჩვეულებრივი აქტივობა იყო, მაგრამ ზოგადად, პირველ ტურთან შედარებით, მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობა ნაკლებია და ამომრჩეველს არჩევნებში მაქსიმალური მონაწილეობისკენ უნდა მოვუწოდოთ. 30 ოქტომბერი გადამწყვეტი ბრძოლის ეტაპია და ის დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, ბოლომდე გვაქვს მისაყვანი.

 

ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ ანალიზზე და არგუნტების შეწონადობაზე იქნება დამოკიდებული და და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშიც,  თითოეული გადაწყვეტილების ვექტორი ხალხის და ქვეყნის ინტერესები იქნება", - განაცხადა ჯაშმა.


ჯაშმა ასევე აღნიშნა, რომ  გამარჯვების შემთხვევაში, ის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკანონმდებლო ინიციატივაში ჩაერთვება.


„ჩემი პრიორიტეტები იქნება -  შშმ პირებისთვის თანაბარი უფლებების, შესაძლებლობების შექმნა და მათი დასაქმების ხელშეწყობა, ინიციატივები კერძო სექტორში სოციალური პასუხისმგებლობის და სოლიდარობის პრინციპების დასაფუძნებლად, რომლებიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას დაეფუძნება და აქტიური დაბერების პოლიტიკა, რაც ჩვენს უფროსი ასაკის მოქალაქეებს საზოგადოების აქტიურ წევრებად დარჩენის საშუალებას მისცემს. მეორე მიმართულება უშუალოდ სამგორის რაიონისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებია. ჩვენი სამოქმედო არეალი ოთხი ძირითადი მიმართულებით იქნება - სოციალური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა, სოციალური ბინათმშენებლობა და დასაქმების ხელშეწყობა", - განაცხადა  ჯაშმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner