logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: თითოეული ადამიანის ხმა გადამწყვეტია
- +

27 ოქტომბერი. 2016. 23:57



„თითოეული ადამიანის ხმა გადამწყვეტია. მოქალაქეებმა არჩევნებზე მოსვლა არ უნდა დაიზარონ, რათა დამსახურებული გამარჯვება ხელიდან არ გაუშვან",- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ გადაცემა 2030-ში განაცხდა და კრწანისის რაიონში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა.


„ჩემს შემთხვევაში, სასტარტო პირობები, რა თქმა უნდა, ერთნაირი გვაქვს, მაგრამ ჩემი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ათეულის წევრი და შესაბამისად,  უკვე პარლამენტის წევრია. „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან აქტიური მხარდამჭერი ჰყავს და როგორც წესი, სახელისუფლებო ელექტორატი უფრო ინერტულია, რადგან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ხელისუფლება გამარჯვებას მაინც მოახერხებს. ეს ასე არ გახლავთ და თითოეული ადამიანის ხმა გადამწყვეტია. მოქალაქეებმა არჩევნებზე მოსვლა არ უნდა დაიზარონ, რათა დამსახურებული გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა.

 

კრწანისის რაიონის და ზოგადად, ძველი თბილისის სპეციფიკიდან გამომდინარე, მე მაქვს ხედვები, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი სიამაყე - კულტურული მემკვიდრეობა. ამავე დროს, იქ მცხოვრებ მოქალაქეებს აღმოვუჩინოთ მყისიერი დახმარება, რომ მათთვის იქ ცხოვრება პრობლემური არ იყოს. პრობლემური საკითხები უამრავია და როცა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვეკითხებიან, თუ რას ვაპირებთ, მეღიმება, რადგან ჩვენ ვგეგმავთ, პარლამენტში შესვლისთანავე ძალიან ენერგიულად შევუტიოთ როგორც კონკრეტული ადამიანების პრობლემებს, ასევე - გლობალურ პრობლემებს", - განაცხადა ოდიშარიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner