logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: არჩევნების დღეს ცნობილი ჟორიკა მთაწმინდის უბნებზე იმყოფებოდა
- +

28 ოქტომბერი. 2016. 00:06



მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟრიტარობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ სააგენტო  allmedia-ს მიერ აკრედიტებული მოხალისეების რაოდენობის გაზრდის მიზანი შესაძლოა, არეულობის შემოტანა და ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა იყოს.


„მთაწმინდის უბნებზე არჩევნების დღეს გარკვეული შფოთვა უკვე შევამჩნიეთ, სადაც ამ მედიასაშუალების წარმომადგენლები კამერებით იყვნენ. მათ შორის - ცნობილი ჟორიკა. მეორე ტურში, არჩევნების დღეს მათ ბევრად ნაკლები საშუალება ექნებათ, მაგრამ ჩემი განცხადება პრევენციული ხასიათის იყო, რომ ამის შესახებ ყველას სცოდნოდა. პირველ რიგში, ეს კომისიის თავმჯდომარეების მიმართ იყო მიმართული, რომ პასიურად არ იყვნენ, საჭირო ზომები მიიღონ და უბანზე ამ სააგენტოს 3 წარმომადგენელზე მეტი არ შეუშვან. ის, რომ მათ ამდენი აკრედიტაციის მიღების უფლება აქვთ, კანონის ხარვეზია, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner