„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესახებ დაწყებულ კამპანიასთან დაკავშირებით გადაცემა 2030-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თემა მხოლოდ „ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია".
ოდიშარიამ ასევე ამომრჩეველს მიმართა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" და მათი მომხრეების მიერ შეთავაზებულ არითმეტიკას არ დაუჯერონ.
„ეს ჩვეულებრივი ხაფანგია. „ნაციონალურმა მოძრაობამ" საზოგადოებას შესთავაზა ორბანქოიანი თამაში, სადაც მხოლოდ ბანქოს ერთ ქაღალდს აჩვენებენ. ამ ქაღალდზე წერია არა „ქართულ ოცნებას" . 31 ოქტომბერს კი, ისინი მზად არიან, მეორე ქაღალდი ამოატრიალონ, სადაც წერია - არა „ქართულ ოცნებას" , კი - „ნაციონალურ მოძრაობას" , არა საკონსტიტუციო უმრავლესობას - მეტი მანდატი და ძალაუფლება „ნაციონალურ მოძრაობას".
ჯერ „ქართულ ოცნებას" მხოლოდ 67 მანდატი აქვს და უბრალო უმრავლესობამდე 8 მანდატი აკლია. ასე რომ, ნუ გავაკეთებთ ისე, რომ 31 ოქტომბერს ისეთ საქართველოში გავიღვიძოთ, როგორიც შავ სიზმარშიც არ დაგვსიზმრებია", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.