logo_geo
eng_logo
გემ „BAKAN“-ის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა
- +

18 მარტი. 2016. 10:00


შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა,  ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი  მშრალტვირთმზიდი  გემი „BAKAN" ფოთის საზღვაო ნავსადგურში დააკავეს. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით.


გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის  რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner