logo_geo
eng_logo
EIB-ის დაფინანსებით ასკანა-მშვიდობაური-ბახვის გზას რეაბილიტაცია უტარდება
- +

28 ოქტომბერი. 2016. 01:40



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკნა-მშვიდობაური-ბახვის 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი დაფინანსდა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ და მისი ღირებულება 3,751,602.92 ლარია.


როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, რეაბილიტაცია ითვალისწინებს გზის საფარის აღდგენას, სახიდე გადასასვლელების და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, ბორდიურებითა და ტროტუარებით, ეკლესიასთან დაგეგმილია ავტოსადგომის მოწყობა, მოინიშნება სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. 7კმ-იანი გზის სიგანე 5,5 მ-ია. ამჟამად, ობიექტზე დასაქმებულია 35 ადამიანი. სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება.


პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობის საავტომობილო მიმოსვლას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner