„ნათელაშვილი ითხოვდა, რომ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მოაცილეთ, თორემ ისინი ხალხს აიყოლიებენ და საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვენ",- ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია "იბერია"-ს ეთერში ისაუბრა და ლეიბოირსტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის საქმიანობის შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა.
„გამიხარდა ერთი რამ, რომ შალვა ნათელაშვილს სწყინს რომ დასავლეთი მომწონს. ძალიან კარგია, რომ ეს მისგან გავიგე. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ შალვა ნათელაშვილისგან მწვავე ანტიდასავლური გამოსვლები. ამ ბოლო პერიოდში კი გამოვიდა და თქვა დასავლეთი მომწონსო. მინდა ვთქვა, რომ ვაჟკაცი ხალხი უშიშროებაში მოსამსახურედ არ შედიოდა, იქ თაღლითები შედიოდნენ. მე და ჩემმა მეგობრებმა ამოვიღეთ მასალა და ხელში არ შეგვრჩა მხოლოდ თაღლითი შალვა ნათელაშვილი.
9 აპრილს მათ შორის მამაჩემმაც და ბევრმა მწერალმაც, რომ დახია მანდატი, ზუსტად იმ დროს ნათელაშვილი პროკურატურაში პარტბიუროს მდივნათ დაინიშნა. 1990 წელს ვახტანგ რაზმაძე ზვიად გამსახურდიამ გამოიძახა და მოსთხოვა შალვა ნათელაშვილის დოსიე, იმიტომ რომ შევიდა რამოდენიმე რაპორტი სადაც მისი ხელისმოწერით ითხოვდა ნათელაშვილი, რომ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მოაცილეთ, თორემ ისინი ხალხს აიყოლიებენ და საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვენ",- განაცხადა ჩარკვიანმა.