რეაბილიტაციის ფარგლებში ძველი და ახალი შუამთის მონასტრებთან მოეწყო საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საზოგადოებრივი სანიტარული წერტილები და ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ასევე, დასრულებულია 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის რეაბილიტაცია. სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
ამასთან, პროექტების განხორციელების შედეგად გაუმჯობესებული ტურისტული ინფრასტრუქტურა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.