logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: ცილისმწამებელო ნაძირალავ!
- +

28 ოქტომბერი. 2016. 02:26



რეჟისორი ქეთი დოლიძე, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას, რომ დოლიძე „ღნავილაა გადაკრუხებული არტისტია" სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:



„დამპალო ნათელაშვილო, ცილისმწამებელო ნაძირალავ, გაიხსენე, როგორ წერდი საჩივრებს და კოსტავას დაპატიმრებას ითხოვდი? შენ, სწორედ შენ უნდა აგეკრძალოს ეს ამდენი ტყუილი და თახსირობა! ასე რომ შეგტკივა გული გაჭირვებულ ბავშვებზე, გადაეცი შენი სასახლე დუშეთში! რა ფულით გაქვს აშენებული?

 

უამრავი ხალხი მირეკავს აღშფოთებული, მაგას ნუ უპასუხებო! რა თქმა უნდა, ეგ ჩვენი პასუხის ღირსი არაა, მაგრამ, ერთხელ, ნატალია ბეხტერევამ თქვა, სიბოროტეს არ უნდა შეეგუო, ეს ანგრევს ადამიანსო! ეს ასეა! დიდი მადლობა! ეს მარტო მასხარა არაა. ეს მრავალი წელია კგბ-ს აგენტია და „დავერბოვკებული დონოსჩიკი"! ეს არარაობა! მორჩა მაგაზე ლაპარაკი!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner