რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაიში" გამოსვლისას განაცხადა, რომ არ არის საჭირო რუსეთის პროვოცირება, რათა მან თავისი ინტერესები აქტიურად დაიცვას.
„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ჯერ იუგოსლავია, შემდეგ ერაყი, ხომ გეუბნებოდით, მერე ლიბია, ავღანეთი. NATO-ს მოძრაობა - ეს რა არის? შემდეგ ყოველ ჯერზე რაღაცას ივიწყებენ, აგდებენ, ჩვენი რაღაცაზე პროვოცირება ხდება თავისი ინტერესების დასაცავად. ჩვენ გვეუბნებიან: აი, ბოროტი რუსეთი ასეთ და ასეთ ნაბიჯებს დგამს - ამაზე ჩვენს პროვოცირებას ნუ ახდენთ. ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას, რათა ჩვენი ინტერესები აქტიურად დავიცვათ. მოდით, რამეზე მოვილაპარაკოთ. არაფერზე შეთანხმება შეუძლებელია. რაზეც ვთანხმდებით, არ სრულდება", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.