logo_geo
eng_logo
ნიკო ლეკიშვილი: წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული პლეხანოვი კატასტროფაა
- +

28 ოქტომბერი. 2016. 10:58


თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დედაქალაქში მშენებლობების კუთხით არსებულ ვითარებაზე საუბრობს:


მიხარია, რომ ბოლო ხანებში კარგი ტენდენცია წამოვიდა. ბრწყინვალედ გაკეთდა აღმაშენებელზე ფეხით სასეირნო მონაკვეთი. სამაგიეროდ, წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული პლეხანოვი კატასტროფაა. თბილისი ცაცხვისა და ალვის ხეების ქალაქია. ამათ მოჭრეს და ჯუჯა ხეები დარგეს. ვერ გავიგე, რატომ?! „აპოლოს" იმიტომ მოანგრიეს ისტორიული წარწერა, რომ რუსული იყო. ასე მოექცნენ „ვეტცელის" სასტუმროს წარწერასაც. ფასადები გააკეთეს და 3-4 წელიწადში აღმოჩნდა, რომ „კარდონით" შეუკეთებიათ და ისევ განახლებას მოითხოვს.

 

 

თბილისური ურთიერთობები არქიტექტურამ შექმნა. ადრინდელ კორპუსებს რომ დააკვირდეთ, ყველას ეზო ჰქონდა. ეზო ურთიერთობების საშუალებაა. ახლანდელი კორპუსებიდან რომელს აქვს ეზო? გაქრა სკვერებიც და ურთიერთობაც დაირღვა. ამას არქიტექტურულმა უსინდისობამაც შეუწყო ხელი, თუმცა ეპოქაც შეიცვალა. კომუნიკაციების განვითარებამ ბევრი რამ მოსპო. ამასწინათ ვხუმრობდი, ბიჭი გოგოს სიყვარულს კი აღარ უხსნის, SMS-ს სწერს და გულს უგზავნის-მეთქი..." - აღნიშნავს ნიკო ლეკიშვილი.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner