logo_geo
eng_logo
შსს-მ ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ფაქტი აღკვეთა
- +

18 მარტი. 2016. 10:15



შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთის რაიონში პატრულირებისას, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 82-ე კილომეტრზე, წილკანის და მუხრანის მინდვრებთან ახლოს, ერთ-ერთ სარწყავ არხთან იპოვეს გენერატორი, შესადუღებელი აპარატი, ტომრები, მილები და სხვადასხვა ნივთი, რომლებიც საეჭვოდ მიიჩნიეს. ჩატარებული დეტალური დათვალიერების შედეგად, ნავთობსადენის მაგისტრალის მილთან ამოთხრილი ორმო აღმოაჩინეს, სადაც ნავთობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მილსადენზე უკანონოდ მილის დაერთება იყო დაწყებული. აღნიშნული ნივთები ნივთმტკიცებად ამოღებულია.


განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშომლებმა, შემდგომი რეაგირებისთვის საქმე მუხრანის რაიონულ პოლიციას გადასცეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.


შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მუდმივად პატრულირებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, უზრუნველყოფენ აღნიშნული ტერიტორიების დაცულობას და მოსახლეობის უსაფრთხოებას.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner