logo_geo
eng_logo
საქართველოს მოქალაქეებისთვის სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება ისევ შეფერხებულია
- +

28 ოქტომბერი. 2016. 11:19


სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება ისევ შეფერხებულია. როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თურქეთის მხარეს კვლავ პროგრამული ხარვეზები აქვს.



შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გვიან ღამით საზღვრის გადმოკვეთა რიგში მდგომმა საქართველოს 300-მდე მოქალაქემ შეძლო. თურქმა მებაჟეებმა და ჟანდარმერიამ მოქალაქეების იდენტიფიცირება ქართული მხარის დახმარებით შეძლეს. კერძოდ, მათ რიგში მდგომ საქართველოს მოქალაქეებს პასპორტები გამოართვეს და საქართველოს მხარესთან გადაამოწმეს.


სარფში საქართველოს მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კი ისევ არ შეუძლიათ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა.


რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ სასაზღვრო კონტროლის გავლა როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს.



სარფის სასაზღვრო პუნქტზე, თურქეთის მხარეს პროგრამული პრობლემა 26 ოქტომბერს, საღამოდან შეიქმნა.


პროგრამული ხარვეზი თურქეთის სხვა სასაზღვრო პუნქტებზეც ფიქსირდება.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner