შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სხდომაზე იმსჯელეს არჩევნების მეორე ტურის მოსამზადებელ საკითხებზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ყველა მიმართულებით შეინარჩუნოს წესრიგი და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში. ასევე ვიმსჯელეთ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით", -განაცხადა შალვა ხუციშვილმა.