logo_geo
eng_logo
„სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის“ დირექტორი დარეჯან შურღაია დააკავეს
- +

18 მარტი. 2016. 10:24



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე  ააიპ „სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის" დირექტორი დარეჯან შურღაია და მისი მოადგილე გოჩა ერემაძე დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დარეჯან შურღაიამ და გოჩა ერემაძემ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეს შესთავაზეს ქ.სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ზემოხსენებული ააიპ-ის ბალანსზე რიცხული 350 კვ.მეტრის ფართის  შენობის  5 წლიანი იჯარით გადაცემა. ურთიერთშეთანხმების შემდეგ, მათ მოქალაქეს ხელშეკრულება ოფიციალურად გაუფორმეს მხოლოდ 170 კვ.მეტრის  ფართის შესაბამისი საიჯარო თანხის გადახდის პირობით, ხოლო დანარჩენი ფართით ხუთწლიანი ვადით სარგებლობისა და მფარველობის გაწევის  სანაცვლოდ მოსთხოვეს 30 000 ლარი.


დარეჯან შურღაიამ და გოჩა ერემაძემ ამავე მოქალაქეს გამოართვეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 15 000 ლარი, რა დროსაც ისინი დააკავეს.


გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა" ქ/პუნქტით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner