logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: ახალციხეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ!
- +

28 ოქტომბერი. 2016. 12:27


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ახალციხეში მომხდარი ინციდენტზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, საქმე დაწყებულია 178-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალციხეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.



დაზარალებულმა წუხელ მისცა ჩვენება. ყველას დაკითხვა მოხდება. მინიმუმ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ უნდა დაკითხოს. მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, დღეს დილას დაგეგმილი იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომ ენახათ, სად მოხდა, ადგილზე რამე კვალი თუ არის. ამ გამოძიებას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ", - განაცხადა ხუციშვილმა.



ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, წუხელ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკოლოზ ხიზაძე დაიკითხა. მან ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ განუცხადა, შეკითხვები ძარცვის მუხლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს.



ხიზაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner