logo_geo
eng_logo
თამარ ქალდანი: მივმართეთ ნიკა რურუას, ველოდებით მისგან დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას!
- +

28 ოქტომბერი. 2016. 12:35



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ნიკა რურუას მიერ შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების გამოყენების საკითხს სწავლობს.



ჩვენ უკვე დავინტერესდით ამ საკითხით. იცით, რომ წინასაარჩევნო პროცესში, მათ შორის მეორე ტურებთან დაკავშირებით, მოხდა ესემესის თუ სატელეფონო ზარების გამოყენება. ჩვენ მივმართეთ ნიკა რურუას, ველოდებით მისგან დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას, მათ შორის იმაზე, უშუალოდ ფლობს თუ არა სატელეფონო ნომრებს, რა ნიშნით შეარჩია ან მოიპოვა სატელეფონო ნომრები. თუ ვთქვათ, არ ფლობს, რომელი კომპანიის დახმარებას იყენებს ასეთი ტიპის კომუნიკაციის განხორციელების დროს.

 

წინასაარჩევნო პროცესში კანდიდატებს აქვთ საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, კომინიკაცია დაამყარონ ამომრჩევლებთან სხვადასხვა ფორმატში. სატელეფონო ან სმს კონტაქტს საარჩევნო კანონმდებლობა არ ზღუდავს, მაგრამ არაერთმა მოქალაქემ დასვა კითხვა, საიდან შეიძლება ყოფილიყო მათი ნომერი იმ მონაცემთა ბაზაში, რომლის დამუშავებასაც სავარაუდოდ აქვს ადგილი.

 

ველოდებით დამატებით ინფორმაციას კანდიდატისგან, მისი შტაბისგან ან პარტიისგან. არ ვიცით, ვინ ახორციელებს უშუალოდ ამ ინფორმაციის დამუშავებას. ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია სწორედ იმისთვის, რომ შევაფასოთ, არის თუ არა დარღვევა და თუ არის, რა ტიპის დარღვევაზე შეიძლება იყოს საუბარი. ამ ეტაპზე ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები არ არის საჯარო ინფორმაცია",- განაცხადა თამარ ქალდანმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner