logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: ირანიდან ვიზიტორების ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს უვიზო რეჟიმი წარმოადგენს
- +

28 ოქტომბერი. 2016. 12:49


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანიდან საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა.

2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ირანიდან საქართველოს 120 182 ვიზიტორი ეწვია.


ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 513%-ით მეტია. რაც შეეხება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეს იმავე მაჩვენებელმა 28,926 შეადგინა, რაც +571,9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოლო თვეების მონაცემებით, საქართველოში შემოსული მოგზაურების რაოდენობის მიხედვით ირანი მეექვსე ქვეყანაა ტოპ 15 ქვეყანას შორის და მისი წილი ჯამურ რაოდენობაში ზრდას განაგრძობს.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ირანიდან ვიზიტორების ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს ვიზალიბერალიზაცია წარმოადგეს.



ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირველივე დღეს 15 თებერვალს ჩვენ ირანის ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური მოვაწყვეთ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აწარმოა ეფექტური კამპანია, საქართველოში მოიწვია ირანელი ჟურნალისტები და ტუროპერატორები, ამ ფაქტმა და ტურიზმის ადმინისტრაციის შემდგომმა ნაბიჯებმა, ასევე პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ირანიდან ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ გაცნობითი ტურების ორგანიზებას ირანიდან.

 

2016 წლის თებერვლიდან ირანთან უვიზო მიმოსვლის დაბრუნების შემდგომ შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, თითქმის უტოლდება ბოლო სამი წლის განმავლობაში შემოსულ ჯამურ რაოდენობას. 6 თვეში ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამ პერიოდში საქართველოს ირანიდან 75 000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner